საზოგადოების სამოქმედო წესები

Premise-ის მისიაა, მსოფლიოს მასშტაბით იყოს სანდო ინფორმაციის წყარო. Premise-ზე რეგისტრაციით ხდებით მრავალფეროვანი გლობალური საზოგადოების წევრი.

Premise-ის საზოგადოების სამოქმედო წესების საფუძველს წარმოადგენს გულწრფელობა და ურთიერთპატივისცემა. ჩვენი საზოგადოების სამოქმედო წესები წარმოადგენს კონტრიბუტორთათვის Premise-ის პლატფორმის გამოყენების ზოგად სახელმძღვანელოს.

Premise-ით სარგებლობის წესები:

თქვენ, როგორც Premise-ის კონტრიბუტორს, გაქვთ შანსი თქვენს საზოგადოებაში მოიტანოთ დადებითი ცვლილება და თან თანხა გამოიმუშაოთ. მომდევნო წესები მიგითითებთ, თუ როგორ ისარგებლოთ Premise-ით.

შეასრულეთ დავალებები გულწრფელად

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხმარება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკეთ გაიგონ და გააუმჯობესონ მუშაობა ადგილობრივ საზოგადოებებში. Premise-ის კონტრიბუტორმა:

  • გულწრფელად უნდა უპსუხოს კითხვებს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე;
  • არასდროს უნდა წარადგინოს ცრუ ან სიცრუეში შემყვანი ინფორმაცია;
  • დავალებების შესრულებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი წეს-ჩვეულებები და გამოხატოს პატივისცემა ადგილობრივ ხალხთან, ბიზნესებთან და ინსტიტუციებთან ურთიერთობისას;
  • მხოლოდ თავისი მობილური ტელეფონიდან უნდა დაამყაროს წვდომა Premise-ის აპლიკაციაზე და შეასრულოს დავალებები;
  • დავალებები უნდა შეასრულოს დამოუკიდებლად, დახმარების ან სხვა კონტრიბუტორებთან კოლაბორაციის გარეშე.

უსაფრთხობა Premise-თან

Premise-ში უსაფრთხოებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თქვენ, Premise-ის კონტრიბუტორმა, აუცილებლად უნდა:

  • გაითვალისწინოთ და დაემორჩილოთ ადგილობრივ წესებსა და მითითებებს. ასევე, იყოთ ყურადღებით გარემოს მიმართ;
  • შეასრულოთ დავალებები მხოლოდ იმ არეალში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ;
  • გამოხვიდეთ დავალებიდან და შეწყვიტოთ დავალების შესრულება დაუყოვნებლივ, თუ დავალების შესრულებისას ადგილის დატოვება მოგთხოვეს ან თავი საფრთხეში იგრძენით.

აკრძალული ქცევა:

უხამსი, არაავთენტური და თაღლითური ქცევა აკრძალულია ჩვენს პლატფორმაზე.

ანგარიშის გაზიარება ან რამდენიმე ანგარიშით სარგებლობა

ანგარიშის გაზიარებას ძალიან სერიოზულად ვუდგებით, ამიტომ: 

  • არავის გაუზიაროთ თქვენი ანგარიში;
  • არ შექმნათ ან გამოიყენოთ რამდენიმე ანგარიში ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე (ერთ ადამიანზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ანგარიშის და ერთი მოწყობილობის გამოყენეიბს უფლება);
  • ავტორიზაციის გარეშე, არ გაუზიაროთ გადახდის ანგარიში Premise-ის სხვა კონტრიბუტორს. 

ადგილმდებარეობის გაყალბება

თქვენ მიერ წარმოდგენილი ადგილმდებარეობის ზუსტი ასახვა, ჩვენთვის მონაცემების შეგროვების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ამიტომაც, კონტრიბუტორმა:

  • მიზანმიმართულად არ უნდა დაამახინჯოს, გააყალბოს ან არასწორად წარმოადგინოს თავისი ლოკაცია ან წარმომავლობის ადგილმდებარეობა. 
  • დაიწყოს და დაასრულოს დავალების შესრულება სხვადასხვა ადგილებზე.

შეუსაბამო ან მავნე ინფორმაციის გაგზავნა

შეუფერებელი და მავნე ინფორმაციის განადგურება – ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. თქვენ, როგორც კონტრიბუტორი, თანხმობას აცხადებთ, რომ:

  • არ ატვირთავთ, წარადგენთ ან სხვაგვარად გაავრცელებთ ისეთ ინფრომაციას, რომელიც (ჩვენი სუბიექტური გადმოსახედით) არის შეუფერებელი, უხამსი, უზრდელური, ვულგარული, პორნოგრაფიული, სექსუალური, სიძულვილის გამავრცელებელი ან სხვა კუთხით არასასურველი;
  • არ გაავრცელებთ სპამის ბმულებს, ასევე პერსონალურ რეფერალურ ბმულებს აგრესიული ან სხვა შეუფერებელი სახით;
  • ატვირთავთ ან ეცდებით გამოგზავნოთ ფაილი ან ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ვირუსებს, “ტროას ცხენს”, დაზიანებულ ფაილებს ან მონაცემებს.

დავალების განხილვა და უარყოფა

Premise app-ში კონტრიბუტორების მიერ შესრულებული დავალებები ხარისხის კონტროლს გადის. დავალების უარყოფის შემთხვევაში, კონტრიბუტორი იღებს დეტალურ უკუკავშირს უარყოფის მიზეზის მითითებით, რომ სამომავლოდ გაითვალისწინოს. თუ კონტრიბუტორი დავალების უარყოფის მიზეზს არ ეთანხმება, მას შეუძლია კიდევ ერთხელ მოითხოვოს თავიდან შემოწმება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ:

  • დავალების განხილვის პროცესს 3-5 დღე სჭირდება;
  • უარყოფილი დავალების გადახედვა მხოლოდ ერთხელ შეიძლება;
  • თუ დავალების უარყოფიდან 14 დღეზე მეტია გასული, დავალების გადახედვა ვერ მოხდება (კონტრიბუტორებმა მალევე უნდა მოითხოვონ უარყოფილი დავალების გადახედვა);
  • ხარისხის კონტროლის გუნდის გადაწყვეტილება გადახედვის შემდეგ საბოლოოა და აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას;

უხამსი ქცევის გამოვლენა

ჩვენი კონტრიბუტორებისა და პერსონალის პატივისცემისა და გულწრფელობის დაცვა ჩვენი ოპერაციების მნიშვნელოვანი შემადგენელი ასპექტია. აქედან გამომდინარე, კონტრიბუტორები თანხმობას აცხადებენ, რომ:

  • არ შეურაცხყოფნენ, დასცინებენ, ცილს დასწამებენ, აედევნებიენ, დაემუქრებიან, შეაშინებენ ან უზრდელურად არ მიმართავენ ვინმეს. ასევე, არ გამოავლენენ სიძულვილის ენას რასობრივი, ეთქნიკური კუთვნილების საფუძველზე ან სხვაგვარად მოიქცევიან დამამცირებელად ან უხამსად;
  • არ გამოიყენებენ Premise-ის მხარდაჭერის არხებს არასათანადოდ, რათა მოახდინონ ცრუ ან არასერიოზული შეტყობინებების გამოგზავნა Premise-ში. ასევე, არ დაუკავშირდებიან   ჩვენი მხარდაჭერის წარმომადგენლებს უპატივცემულო, აგრესიული ან შეუსაბამო ფორმითა და ტონით;
  • არ ისარგებლებენ, გაავრცელებენ, ან საჯაროდ აცნობებენ სხვა წევრებს ნებისმიერი ხარვეზის, უზუსტობის ან ბაგის (“შეცდომა”) შესახებ, რომელიც იძლევა არასამართლიან უპირატესობას.

არაავთენტური საქციელის გამოვლენა

ავთენტურობას Premise-ში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამის გამო, კონტრიბუტორებს არ ვაძლევთ საშუალებას სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ან აპლიკაციის დახმარებით საკუთარი თავი არასწორად ან არაავთენტურად წარმოაჩინონ. ხართ რა Premise-ის კონტრიბუტორი, თანხმობას აცხადებთ, რომ:

  • არ დაამყარებთ ან ეცდებით დაამყაროთ წვდომა Premise-ის აპლიკაციაზე ნებისმიერი სხვა საშუალებით გარდა მობილური მოწყობილობისა;
  • არ განავითარებთ, გაავრცელებთ, გამოიყენებთ, ასევე, საჯაროდ არ აცნობებთ სხვა კონტრიბუტორებს  „ავტო“ ან „მაკრო“ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ;
  • ბოროტად არ გამოიყენებთ ჩვენი სერვისებიდან ნებისმიერს, ან ისე, რომ ეს არ ასახავდეს ადამიანის მიერ სერვისით ნორმალურ სარგებლობას. 

Premise მოწოდებულია შეინარჩუნოს პლატფორმის სანდოობა, შესაბამისად იტოვებს უფლებას გაატაროს აღმკვეთი ღონისძიებები იმ კონტრიბუტორთა წინააღმდეგ, რომელთა ქცევაც არღვევს Premise-ის საზოგადოების სამოქედო წესებს. Premise-ის საზოგადოების სამოქმედო წესების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს კონტრიბუტორის დაბლოკვას.

მადლობა, რომ ხართ Premise-ის გლობალური ქსელის წევრი და მუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ იყოთ სანდო ინფორმაციის წყარო. თქვენი კონტრიბუციები და ჩართულობა ამ გლობალურ საზოგადოებაში Premise-ის მისიის შესრულებისთვის უმნიშვნელოვანესია.