Premise-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი:  1 აპრილი, 2024

Premise Data Corporation-ში (“Premise”) კარგად გვესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება პირადი ინფორმაციის გამოყენება და გაიზიარება, ამიტომ, ძალიან სერიოზულად ვუდგებით კონფიდენციალურობის საკითხს. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს, რომ გაიგოთ როგორ ხდება ჩვენ მიერ ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაზიარება. ნებისმიერ გამუქებულ ტერმინს, რომელიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრების გარეშე, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც გამოყენების პირობებში: https://tos.premise.com/terms-of-use/.

სერვისზე ნებისმიერი სახით წვდომის დამყარებით, მათ შორის ჩვენი ვებ-გვერდით, პორტალებით, პლატფორმებით ან ნებისმიერი ონლაინ სერვისით სარგებლობით, მობილური აპლიკაციის გადმოწერით, დავალებების განხილვით ან შესრულებით (როგროც ეს აღწერილია გამოყენების პირობებში) და Premise-ის საფულეზე რეგისტრაციითა და სარგებლობით  თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილ მიდგომებსა და პოლიტიკას. ასევე, თანხმობას აცხადებთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვებაზე, მათ შორის სურათების, ვიდეობის, ხმის ჩანაწერების, ფოტოების და ეკრანის ფოტოების გამოყენებასა და გაზიარებაზე, ისე, როგორც ეს ქვემოთაა აღწერილი.

თქვენი როლი Premise-თან ურთიერთობისას

ამ დოკუმენტში, Premise იყენებს ტერმინებს “მომხმარებელი”, “კონტრიბუტორი” და “ვიზიტორი”  სხვადასხვა როლების აღსაწერად Premise-თან ურთიერთობის, მისი სერვისებისა და გარემოთი სარგებლობის პროცესში. ეს როლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

    • მომხმარებელი:  თუ თქვენ ხართ პირი, რომელიც აღასრულებს ჩვენთან მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებას ან სხვა სამომხმარებლო შეთანხმებას (მაგ. “სამომხმარებლო შეთანხმება”) (ან დასაქმებული/კონსულტანტი კომპანიაში, რომელიც ასრულებს ასეთ სამომხმარებლო შეთანხმებას და თქვენ გვაწვდით სერვისს თქვენი დაქირავების/კონსულტაციის ფარგლებში), ან ხართ Premise-ის მიერ ავტორიზებული დაამყაროთ წვდომა ჩვენს ონლაინ, კლიენტისთვის სპეციფიურ პორტალებსა და პლატფორმებზე, ასეთ შემთხვევაში, თქვენ მოხსენიებული ხართ, როგორც მომხმარებელი.  
    • კონტრიბუტორი: თუ თქვენ გადმოწერეთ ჩვენი რომელიმე მობილური აპლიკაცია, ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მოხსენიებული ხართ, როგორც კონტრიბუტორი. 
    • ვიზიტორი: სხვა ყველა დანარჩენი მოაზრებულია როგორც ვიზიტორი.

წესები რომელიც წარმოდგენილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის 1-ელ ნაწილში, ეხებათ მომხმარებლებს, კონტრიბუტორებსა და ვიზიტორებს. წესები მე-2 ნაწილში ეხებათ მომხმარებლებს. წესები მე-3 ნაწილში ეხებათ კონტრიბუტორებს. წესები მე-4 ნაწილში ეხებათ კონტრიბუტორებს, მომხმარებლებსა და ვიზიტორებს, რომლებიც არიან კალიფორნიის ან სხვა ისეთი შტატის რეზიდენტები, რომელშიც მოქმედებს მსგავსი უფლებები.

ნაწილი I – წესები ყველასთვის – მომხმარებლების, კონტრიბუტორებისა და ვიზიტორებისთვის

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება Premise-ის აპლიკაციებზე, ვებ-საიტებზე, პლატფორმებსა და სხვა პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენს აპლიკაციებში, ვებ-საიტებსა და ონლაინ პორტალებზე. Premise აგროვებს ინფორმაციას თქვენ შესახებ, როდესაც აინსტალირებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციებს ან სხვაგვარად ურთიერთქმედებთ ან  კომუნიცირებთ ჩვენთან ჩვენი ონლაინ სერვისებით (მათ შორის ვებ-საიტით, პორტალებითა და პლატფორმებით) ან სხვაგვარდ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ სერვისით სარგებლობა ექვემდებარება გამოყენების პირობებს, რომელიც წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნაწილია. აღნიშნული სერვისი ეკუთვნის და იმართება Premise-ის მიერ და ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა  ვრცელდება Premise-ის მიერ შეგროვებულ, გამოყენებულ და გაზიარებულ ინფორმაციაზე.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში  აღწერილი ინფორმაცია, შეიძლება გადავცეთ, დავამუშაოთ და შევინახოთ შეერთებულ შტატებში, სადაც შესაძლოა, მოქმედებდეს მონაცემთა დაცვის უფრო მსუბუქი კანონები, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას, ამიტომ, შესაძლოა, დროდადრო საჭირო გახდეს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა. ცვლილების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აპლიკაციაში შეტყობინების, რელევანტურ სოციალური მედიის გვერდებზე ინფორმაციის განთავსების, ვებ-საიტზე განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის განთავსების ან/და სხვა გზებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ თუ თქვენ უარი გაქვთ გაცხადებული ჩვენგან იურიდიული ხასიათის ინფორმაციის მიღებაზე (ან ჩვენთვის არ მოგიწოდებიათ თქვენი ელ.ფოსტა), აღნიშნული იურიდიული დოკუმენტაცია მაინც დაარეგულირებს სერვისის გამოყენებას და თქვენ პასუხისმგებელი ხართ მათ წაკითხვასა და გააზრებაზე. თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში რაიმე ცვლილების შეტანის შემდეგ თქვენ ისარგებლებთ სერვისით, ავტომატურად აცხადებთ თანხმობას შეტანილ ცვლილებებზე.  ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება ექვემდებარება ინფორმაციის შეგროვების მომენტში მოქმედ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. 

მოქმედების სფერო და გამოყენების წესი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც სარგებლობს ან ამყარებს წვდომას სერვისზე, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფება აღნიშნული პირი.

ჩვენ არ ვაგროვებთ ან ვითხოვთ პირად ინფორმაციას გაცნობიერებულად 18 წლამდე ასაკის პირებისგან, ან სერვისით სარგებლობისას პირის საცხოვრებელ ქვეყანაში სრულწლოვანების ასაკად მიჩნეულ ასაკს მიუღწეველი პირებისაგან  (რომელიც უფრო ნაკლებია) (ერთობლივად “მინიმალური ასაკი”). თუ თქვენი ასაკი მინიმალურ ასაკზე ნაკლებია, გთხოვთ, არ სცადოთ სერვისზე რეგისტრაცია ან არ გამოგვიგზავნოთ რაიმე სახის პირადი ინფორმაცია თქვენ შესახებ. ასევე, გთხოვთ არ გამოგვიგზავნოთ არანაირი ინფორმაცია ვინმეს შესახებ, ვისაც არ მიუღწევია მინიმალური ასაკის ან 13 წლისთვის (რომელიც უფრო ნაკლებია). თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება მოხდა მინიმალურ ასაკს მიუღწეველი პირისგან ან  13 წლამდე ასაკის პირისგან (რომელიც უფრო ნაკლებია), ამ ინფორმაციას სასწრაფოდ წავშლით. თუ ფიქრობთ, მინიმალურ ასაკს ან 13 წელს მიუღწეველი პირისგან (რომელიც უფრო ნაკლებია) ან ასეთი პირის შესახებ მივიღეთ პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.მისამართზე – [email protected].

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ სერვისით  სარგებლობისას

ჩვენ ვაგროვებთ იფნორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენთ სერვისთან ინტერაქციას, რა პრეფერენციებს გამოხატავთ, რომელ ოპციებს ირჩევთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ხდება ქუქი ჩანაწერების, პიქსელ თეგების და მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც შექმნილია უნიკალური იდენტიფიკატორების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. ქუქი ჩანაწერების საშუალებით, რომელსაც ვათავსებთ თქვენს ბრაუზერსა და მოწყობილებაში, შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი ონლაინ აქტივობის შესახებ მას შემდეგ, რაც დატოვებთ სერვისს. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული ონლაინ გამოცდილება, ან სხვაგვარად, როგორც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით და იმ ინფორმაციასაც, რომელსაც გვაწვდით მესამე მხარის ანგარიშებით სარგებლობით.

თქვენმა ბრაუზერმა შეიძლება შემოგთავაზოთ “თვალყურის დევნების აკრძალვის” ოპცია, რომელიც ვებსაიტების ოპერატორებს, ვებ აპლიკაციებსა და სერვისებს (მათ შორის ქცევაზე დაფუძნებულ სარეკლამო სერვისებს) უგზავნის სიგნარს, რომ არ გსურთ ასეთმა ოპერატორებმა დატრეკონ თქვენი ზოგიერთი ონლაინ აქტივობა დროთა განმავლობაში და სხვადასხვა ვებ-საიტებზე. სერვისს ამჟამად არ აქვს “თვალყურის დევნების აკრძალვის” მოთხოვნის დაკმაყოფილების ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ონლაინ აქტივობის შესახებ მაშინ, როდესაც სარგებლობთ სერვისით და მას შემდეგაც, რაც ტოვებთ სერვისს. სარგებლობთ რა სერვისით, თანხმობას აცხადებთ ამ ინფორმაციის შეგროვებაზე.

Google-მა, Bing-მა,  სოც. მედია რეკლამებმა და სხვა მსგავსმა მომწოდებლებმა, რომელთა საშუალებითაც Premise მუშაობს, შესაძლოა, შეაგროვონ ან მიიღონ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია დროთ განმავლობაში თქვენი ონლაინ აქტივობის შესახებ სხვადასხვა ვებ-საიტებზე, სერვისსა და სხვა აპლიკაციებზე და გამოიყენოს ეს ინფორმაცია ანალიზის სერვისისა და რეკლამის მოსაწოდებლად. სარგებლობთ რა სერვისით, თანხმობას აცხადებთ ამ ინფორმაციის შეგროვებაზა და მის გამოყენებაზე რეკლამის კოსტუმიზაციის მიზნით. Google Analytics-ის მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე უარის თქმა შეგიძლიათ შემდეგი ბმულით: https://tools.google.com/dlpage/gaoptout/.

ჩვენ ვიყენებთ ანალიტიკას მომხმარებლების მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობის გასაანალიზებლად. Google Analytics (გუგლის ანალიტიკა) იყენებს cookie-ფაილებს, ისეთი ინფორმაციის შესაგროვებლად, როგორიცაა: რამდენად ხშირად შემოდიან ჩვენი მომხმარებლები სერვისზე, რომელ გვერდებზე შემოდიან და რომელ სხვა საიტებს სტუმრობდნენ სერვისზე შემსოვლამდე. შესაძლოა, ჩვენ ვისარგებლოთ Google Analytics-ისგან მიღებული ინფორმაციით სერვისის გასაუმჯობესებლად ან თქვენთვის სარეკლამო შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი სერვისის შესახებ. 

Google Analytics აგროვებს თქვენთვის სერვისზე ვიზიტის მომენტისთვის მონიჭებულ IP მისამართს, მაგრამ არა თქვენს სახელს ან სხვა პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ჩვენ არ ვაერთიანებთ Google Analytics-ის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას რაიმე პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასთან.  მიუხედავად იმისა, რომ Google Analytics აშემებს თქვენს ბრაუზერში მუდმივ cookie-ფაილს, რათა მოახდინოს თქვენი, როგორც უნიკალური მომხარებილის, იდენტიფიკაცია თქვენ მიერ სერვისით შემდგომში სარგებლობისას,  cookie-ფაილთან წვდომის დამყარება შეუძლია მხოლოდ Google-ს. Google-ის შესაძლებლობა გამოიყენოს და გააზიაროს Google Analytics-ის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სერვისში თქვენი ვიზიტების შესახებ შეზღუდულია Google Analytics-ის გამოყენების პირობებით და Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით. Google Analytics-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ: http://www.google.com/policies/privacy/partners/.

თუ მოქმედი კანონმდებლობა გვავალდებულებს მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა არაარსებითი ქუქი ფაილების განთავსებაზე, ჩვენ ამ თანხმობას ვითხოვთ ქუქი ფაილების მართვის ინსტრუმენტის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაეცანით მომდევნო სექციებს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რათა შეიტყოთ თუ როგორ შეიძლება გავავრცელოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ.

ინფორმაციის შენახვა

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვინახავთ მხოლოდ იმ გონივრული ვადით, რომელიც საჭიროა იმ მიზნების შესასრულებლად, რატომაც მოხდა მისი შეგროვება, მათ შორის იურიდიული, მარეგულირებელ, საგადასახადო, საბუღალტრო ან რეპორტინგის მიზნებისთვის. შესაძლოა, ეს ინფორმაცია უფრო დიდი ვადით შევინახოთ საყვედურის შემთხვევაში, ან თუ გონივრულად ვთვლით, რომ აარსებობს სასამართლო პროცესის პერსპექტივა თქვენს ჩვენთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

პერსონალური ინფორმაციის გონივრული ვადის დასადგენად, ვითვალისწინებთ მონაცემების რაოდენობას, ბუნებას, პერსონალური ინფორმაციის სენსიტიურობას, ამ ინფორმაციის არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების რისკით დამდგარ ზიანს, ამ ინფორმაციის შენახვის მიზანს, რისთვისაც ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და რამდენად შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა სხვა გზებით, შესაბამისი იურიდიული, მარეგულირებელი, საგადასახადო, საბუღალტრო და სხვა ვალდებულებების გათვალისწინებით.

ევროპული მონაცემთა დაცვა

ეს სექცია ვრცელდება პიროვნებების პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე ჩვენ მიერ ან ჩვენი სახელით ევროპის ეკონომიკური ზონასთან (“ეეზ”) ან/და გაერთიანებული სამეფოსთან (“გს”) მიმართებით.   

ჩვენ შევეცდებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად, მათ შორის, თუმცა შეუზღუდავად, სადაც ეს შესაძლებელია, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (რეგულაცია (EU) 2016/679) („EU GDPR“), ევროკავშირის GDPR, რომელიც შეადგეს ინგლისის და უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 2018 წლის ევროკავშირიდან გასვლის აქტის მე-3 ნაწილის ნაწილს, („დიდი ბრიტანეთის GDPR“), გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის 2018 წლის აქტისა და კონფიდენციალურობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ (EC დირექტივა) 2003 წ. რეგულაციებს („ევროპული მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონები“) .

ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ტიპების სრული დეტალები, ამ ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძვლები და გაზიარების შესაძლო გზები მოცემულია ქვემოთ.

მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი ევროპული კანონების თანახმად, თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი უფლებებით:

    • მოითხოვეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე;
    • მოითხოვეთ იმ პერსონალური მონაცემების შესწორება, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენს შესახებ;
    • მოითხოვეთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა;
    • გამოხატოთ წინააღმდეგობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
    • მოითხოვეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა;
    • მოითხოვეთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა თქვენთვის ან მესამე მხარისთვის;
    • გააუქმეთ თანხმობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე უფლების გამოსაყენებლად, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნა კომპლექსურია. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულებას, შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს. გარდა ამისა, შესაძლოა, მოვითხოვოთ თქვენგან კონკრეტული ინფორმაცია,  რომ დაადასტუროთ თქვენი ვინაობა და შესაბამისი პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება (ან პერონალურ მონაცემებთან დაკავშირებული რომელიმე სხვა უფლების გამოყენება). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არსებობს გამონაკლისები, რომლებიც ვრცელდება ზოგიერთ უფლებაზე და ჩვენ შესაძლოა, ვისარგებლოთ ამ გამონაკლისებით მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი ევროპული კანონების შესაბამისად. კერძოდ, თუ თქვენ განაცხადეთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და შემდგომ გააუქმეთ ეს თანხმობა, ჩვენ, შესაძლოა გავაგრძელოთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება იმ ნაწილში, სადაც გვაქვს ამის სხვა კანონიერი საფუძველი.

ჩვენ შეიძლება განვახორციელოთ პერსონალური მონაცემების ექსპორტი, რომლებსაც ვამუშავებთ EEA-ში ან გაერთიანებულ სამეფოში, EEA-ს ან გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის შეერთებულ შტატებში. თქვენი პერსონალური მონაცემები ექსპორტირებული იქნება მხოლოდ EEA-ს ან გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი ევროპული კანონების შესაბამისად, რაც შეიძლება მოიცავდეს დამატებით სახელშეკრულებო ან სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიღებულია ან დამტკიცებულია გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისის ან ევროკომისია ან EEA-ს სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

ბის უფლებით. რომელიმე ამ უფლების გამოსაყენებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ რაიმე კითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით მისამართზე [email protected] ან მოგვწერეთ წერილი მისამართზე:  Premise Data Corporation, Inc., Attn: Legal, 405 W 13th Street, 3rd Floor, New York, NY 10014, United States of America  ან ქვემოთ მოცემულ ჩვენი მონაცემთა დაცვის წარმომადგენლების მისამართზე.

ჩვენ დავნიშნეთ მონაცემთა დაცვის შემდეგი წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთსა და EEA-ში, რომელიც, სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, შეიძლება ჩვენი სახელით მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება თქვენგან ან კომპეტენტური ზედამხედველობის ორგანოსგან:

    1. გაერთიანებული სამეფო:
      Adam Brogden [email protected]
      Tel +44 1772 217800
      1st Floor Front Suite
      27-29 North Street, Brighton
      England
      BN1 1EB
    2. ევროპის ეკონომიკური ზონა (EEA):
      Adam Brogden [email protected]
      Tel +35315549700
      INSTANT EU GDPR REPRESENTATIVE LTD
      Office 2,
      12A Lower Main Street, Lucan Co. Dublin
      K78 X5P8
      Ireland

თუ თვლით, რომ ჩვენ არ ვუპასუხეთ თქვენს შეშფოთებას ან სხვა მიზეზით გექნებათ ამის სურვილი, მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ ევროპული კანონის თანახმად, გაქვთ უფლება მიმართოთ თქვენს კომპეტენტურ EEA-ს ან გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის ორგანოს. გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისის საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია www.ico.org.uk-ზე.

ნაწილი II – დამატებითი პირობები მომხმარებლებისთვის

გარდა I ნაწილით განსაზღვრული წესებისა, ამ ნაწილში მოცემული პირობები ვრცელდება ჩვენს მომხმარებლებზე.

თუ არსებობს რაიმე კონფლიქტი თქვენს მიმართ მოქმედ სამომხმარებლო შეთანხმებასა და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას შორის, მაშინ სამომხმარებლო შეთანხმების პირობები განსაზღვრავს კანონიერად დასაშვებ ზომებს სამომხმარებლო შეთანხმების მოქმედების ვადის პერიოდში.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

Premise-ის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ბრაუზერის აპები აგროვებენ მონაცემებს და მეტამონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია სისტემაში შესვლასთან, ავტორიზაციასთან და ანგარიშის ინფორმაციასთან. Sentry, Amplitude, FullStory და სხვა მსგავს მომწოდებლებს, რომლებთანაც Premise თანამშრომლობს, შეუძლიათ მიიღონ პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია დროთა განმავლობაში  თქვენი ონლაინ აქტივობებისა და  Premise მომხმარებლის აპების გამოყენების შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლებისთვის Premise აპლიკაციების გასაუმჯობესებლად და არ იყიდება ან ზიარდება მესამე მხარეებთან.

გაყიდვების შესახებ ინფორმაცია, კომუნიკაცია და კოლაბორაციის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს ფინანსური და საკომუნიკაციო სისტემების მიერ, როგორიცაა Salesforce, Google Workspace, Microsoft 365 და სხვა დამტკიცებული სისტემები, რომლებიც პრივატული და იზოლირებულია და რომელზე წვდომაც მხოლოდ Premise-ის თანამშრომლებს აქვთ.

ნაწილი III – დამატებითი პირობები კონტრიბუტორებისთვის

გარდა I ნაწილით განსაზღვრული წესებისა, ამ ნაწილში მოცემული პირობები ვრცელდება ჩვენს კონტრიბუტორებზე.

Premise-ის მობილური აპლიკაციები წარმოადგენენ თქვენ და თქვენს გარშემო სამყაროს შესახებ ინფორმაციის შეგროვების იარაღებს. Premise-ის ერთ-ერთი აპლიკაციის გადმოწერით ან Premise Wallet-ზე რეგისტრაციით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ფოტოების, ვიდეოების, ჩანაწერების, ხმოვანი ჩანაწერების, სურათებისა და ეკრანის ფოტოების  შეგროვების, გამოყენების, გაზიარებსა და გაყიდვის შესახებ წინამდებარე კონფიდენიცალურობის პოლიტიკაში აღწერილი ფორმით და თანახმა ხართ, რომ თქვენი ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ანალიზი გადავცეთ კლიენტებს მათ ან მათი კლიენტების მიერ გამოსაყენებლად კომპანიის შიგნით ან გარეთ. ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ დამატებითი შეტყობინება პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის სურათების, ჩანაწერების, ფოტოების, ეკრანის ფოტოებისა და აუდიო ჩანაწერების) შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით აპლიკაციაში ან კონკრეტული დავალების დეტალებსა და აღწერაში.

ინფორმაციის შეგროვება

მომდევნო ცხრილში წარმოდგენილია იმ ზოგიერთი ინფორმაციის ტიპი, რომელსაც ვაგროვებთ და ახსნილია, თუ რისთვის გვჭირდება ეს, ასევე, მოცემულია ევროპული მონაცემთა დაცვის კანონების კანონიერი საფუძველი ამ ინფორმაციის დასამუშავებლად. ჩვენ მიერ შეგროვებული კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგაწოდებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შემდეგ სექციაში. თუ ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ერთზე მეტი კანონიერი საფუძველი, თქვენ უნდა დაგვიკავშირდეთ, თუ გჭირდებათ დამატებითი დეტალები კონკრეტული კანონიერი საფუძვლის შესახებ, რომელსაც ვეყრდნობით ამ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას.

რა შეიძლება შევაგროვოთ რატომ ვაგროვებთ კანონიერი საფუძველი (მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად)
იდენტიფიკატორები (მაგ: სახელი, ელ.ფოსტა, ონლაინ იდენტობები (მაგ. მომხმარებლის სახელი), მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის მიერ გადატვირთვადი მომხმარებლის იდენტიფიკატორები, როგორიცაა პაროლები, ციფრული ხელმოწერები თქვენი იდენტიფიკაციისთვის, თქვენ მიერ შესრულებული დავალებების მონიტორინგისთვის, თქვენთან კომუნიკაციისთვის თქვენი ანგარიშის და დავალებებისა და სერვისების განახლებების შესახებ, ჩვენი სერვისის შესანარჩუნებისა და ფუნქციონირებისთვის, აქტივობების ამოცნობის, მონიტორინგისა  და სერვისის გასაუმჯობესებლად, ჩვენი კლიენტებისა და ფილიალებისთვის  ინფორმაციის შესაგროვებლადა და თაღლითობის შესამცირებლად.
  • თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება
  • კანონიერი ინტერესი
  • აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად)
ფოტოები, ვიდეოები და ჩანაწერები, მათ შორის აუდიო, ფოტო და ეკრანის ფოტოები.  თქვენი იდენტიფიკაციისთვის, თქვენ მიერ შესრულებული დავალებების დადასტურებისთვის, აქტივობების ამოცნობის, მონიტორინგისა და სერვისის გასაუმჯობესებლად, ჩვენი კლიენტებისა და ფილიალებისთვის ინფორმაციის, მათ შორის, სურათების, ვიდეოების, ჩანაწერების, ფოტოებისა და ეკრანის ფოტოების შესაგროვებლად და თაღლითობის შესამცირებლად.

ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია და სურათები, ვიდეოები, ჩანაწერები, ფოტოები და ეკრანის ფოტოები რომელსაც გვაწვდით, შეიძლება გამოყენებულ და გაზიარებულ იქნას მესამე მხარის მიერ  (ჩვენი კლიენტეის ან ჩვენი კლიენტების კლიენტების მიერ) სოციალურ მედიასა და სხვა პლატფორმებზე.  

  • კანონიერი ინტერესი
  • აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად)
  • თანხმობა
ადგილმდებარეობა დავალებებისთვის მომხმარებლების უკეთესი იდენტიფიკაციისთვის, ჩვენი კლიენტებისა და ფილიალებისთვის ინფორმაციის შესაგროვებლად და თაღლითობის თავიდან ასარიდებლად ადგილმდებარეობის მონაცემების შემოწმების გზით. 
  • კანონიერი ინტერესი
  • აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად)
  • თანხმობა
მომხმარებლის მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი და IP მისამართი, როგორიცაა ოპერაციული სისტემა, მომხმარებლის პარამეტრები, თქვენ მიერ სერვისით სარგებლობა.   სერვისის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის, მათ შორის, კონკრეტულ ლოკაციაზე კონკრეტული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის (კონტენტის) რეკომენდირების ან მიწოდების მიზნით.
  • კანონიერი ინტერესი
  • თანხმობა
ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ მომხმარებლის აპლიკაციის გასაუმჯობესებასთან დაკავშირებით  მოლოდინის დასადგენად და ხარვეზების (bug) დასარეპორტებლად, ასევე, ჩვენი კლიენტებისა და ფილიალებისათვის მონაცემების შესაგროვებლად იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურებად დავალებებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადავწყვიტოთ.
  • თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება
  • კანონიერი ინტერესი
ენა იმისათვის, რომ მომხმარებელს აპლიკაციაში ტექსტი მისთვის გასაგებ ენაზე მივაწოდოთ. 
  • თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება
  • კანონიერი ინტერესი
წარმადობის მაჩვენებლები აპისთვის იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის (აპი) გამართული მუშაობა და მომხმარებელს შევუქმნათ აპლიკაციით სარგებლობის საუკეთესო გამოცდილება.
  • თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება
  • კანონიერი ინტერესი
აპლიკაციების სახელების შეგროვება ჩვენი კლიენტებისა და ფილიალებისთვის აკურატული ინფორმაციის მისაწოდებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ მომხმარებელი არ სარგებლობს ისეთი აპლიკაციით, რომელიც ცვლის ან აყალბებს აპლიკაციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად: ინფორმაცია ადგილმდებარეობაზე, საათი და ა.შ. და ამ გზით არ ცდილობს თაღლითობას.
  • კანონიერი ინტერესი
  • აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად)
ელემენტის სტატუსი მომხმარებლის მოწყობილობის ელემენტზე ჩვენი აპლიკაციის გავლენის შესაფასებლად, ასევე თაღლითობის მონიტორინგისა და აღსაკვეთად.  
  • კანონიერი ინტერესი
  • აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად)
WiFi და ფიჭური კავშირი ჩვენი მომხმარებლების ტელეფონზე კავშირის ხარისხის შესაფასებლად და ჩვენი პარტნიორების დასახმარებლად, რომ გააუმჯობესონ ქსელის დაფარვის ხარისხი. ასევე, ქსელთან კავშირის ხარისხზე დაყრდნობით მომხმარებლებისთვის უკეთესი სერვისის შესათავაზებლად.
  • კანონიერი ინტერესი
თუ დარეგისტრირდებით  Premise Wallet-ზე, ჩვენ ასევე ვაგროვებთ

  • Premise მომხმარებლის  ID
  • Premise Wallet ID
  • PrimeTrust კონტაქტის ID
  • ანგარიშის ქვეყანა და რეგიონის კოდი
  • სრული სახელი
  • დაბადების თარიღი
  • ტელეფონის ნომერი
  • საგადასახადო ID
  • მისამართი
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო
  • თქვენი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოები 
  • თქვენი ფოტო 
  • გარე კრიპტო საფულის მისამართი (თუ ახორციელებთ გარე საფულეზე თანხის შეტანას ან გაგზავნას)
თქვენი იდენტიფიცირებისთვის, Premise Wallet-ის სერვისებისა და თქვენი Premise Wallet-ის ანგარიშის ოპერირებისა და მართვისთვის, თაღლითობის რისკის შესამცირებლად, სახელმწიფო რეგულაციებთან შესაბამისობისთვის “იცნობდე შენ კლიენტს” მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ფონური შემოწმების გასაადვილებლად, თქვენთვის გადახდების გასაადვილებლად, თქვენი ვინაობის და ნებისმიერი გარე კრიპტო საფულის მისამართის იდენტურობის დასადასტურებლად და კრიპტოვალუტით ტრანზაქციების გასაადვილებლად.
  • თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება
  • კანონიერი ინტერესი
  • აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად)

საერთო ჯამში, ჩვენ ვინახავთ ზემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს, რათა უკეთ მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს, შევასრულოთ პროექტები ჩვენი კლიენტებისა და ფილიალებისთვის და აღვკვეთოთ სერვისით თაღლითური სარგებლობის მცდელობები, მათ შორის ისეთი დავალებების შესრულება, რომლისთვისაც მომხმარებლებს ანაზღაურებას ვუხდით. აღნიშნული ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ იგზავნება Premise-თან Amplitude-ის მიერ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მონაცემთა ანალიზის კომპანიას. ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა გაზიარებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან, კლიენტებთან და ფილიალებთან.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაციის შესახებ რომელსაც ვაგროვებთ, მოგაწვდით კიდევ გარკვეულ დეტალებს:

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც პირადპირ თქვენ გვაწვდით და ასევე იმ ინფორმაციასაც, რომელსაც გვაწვდით მესამე მხარის ანგარიშების საშუალებით. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, როდესაც თქვენ ქმნით ან ცვლით თქვენს ანგარიშს, ასრულებთ დავალებას, უკავშირდებით მხარდაჭერის სამსახურს ან სხვა გზით გვეკონტაქტებით. ეს ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს თქვენს სახელს, სოციალური მედიის ანგარიშს, ელ.ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, გადახდის იდენტიფიკატორს და სხვა ინფორმაციას, რომლის გაზიარებასაც თქვენ გადაწყვეტთ. დამატებით, ჩვენ ვაგროვებთ ნებისმიერ ფოტო, ვიდეო და სხვა ჩანაწერებს, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით, მათ შორის ფოტოებს, ეკრანის ფოტოებს (სქრინშოტებს) და აუდიო ჩანაწერებს. 

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ სერვისით სარგებლობისას

როდესაც თქვენ სარგებლობთ სერვისით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ შემდეგ ზოგად კატეგორიებში:

ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ:  როდესაც სარგებლობით სერვისით და ასრულებთ Premise-ის დავალებს, ჩვენ ვიწერთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენი ზუსტი მონიშნული ადგილმდებარეობისა და დაკვირვების წარმოების ადგილმდებარეობის შესახებ. თუ თქვენ გასცემთ შესაბამის ნებართვას, რომ სერვისმა დაამყაროს წვდომა ადგილმდებარეობის სერვისებზე თქვენს მოწყობილობაში არსებული სისტემის საშუალებით (პლატფორმა), ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მაშინ, როდესაც აპლიკაცია მუშაობს ძირითად და ფონურ რეჟიმშიც. ასევე, თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ თქვენი IP მისამართიდან. 

ინფორმაცია კონტაქტების შესახებ: თუ თქვენ გასცემთ შესაბამის ნებართვას, რომ სერვისმა დაამყაროს წვდომა თქვენი სატელეფონო კონტაქტების სიაზე თქვენს მოწყობილობაში არსებული სისტემის საშუალებით (პლატფორმა), ჩვენ ასევე შეიძლება დავამყაროთ წვდომა თქვენი კონტაქტების სიაზე, შევინახოთ მათი დასახელებები და საკონტაქტო ინფორმაცია ანგარიშის ვერიფიკაციის მიზნით ან რეფერალებისა და მსგავსი მიზნებისთვის. 

ინფორმაცია ელემენტის შესახებ:  თუ თქვენ გასცემთ შესაბამის ნებართვას, რომ სერვისმა დაამყაროს წვდომა თქვენი მოწყობილობის ელემენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ წვდომა და შევინახოთ ინფორმაცია თქვენი ელემენტის ენერგიისა და დატენვის სტატუსის შესახებ იმ მიზნით, რომ ვიცოდეთ, როგორ გარემოში მუშაობს ჩვენი პროდუქტი.

ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ მიერ სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას თქვენი საგადახდო სისტემისა და  საგადახდო პროვაიდერის შესახებ. ასევე, ინფორმაციას თარიღისა და დორის შესახებ, თუ როდის შესრულდა, გაიგზავნა, განიხილა და ანაზღაურდა დავალება, მოხდა გადახდის ინიცირება, რა ოდენობის თანხა გამომუშავდა და ტრანზაქციის სხვა დეტალებთან დაკავშირებით.

ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ისეთი ინფორმაცია თქვენი მობილური მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ტექნიკის მოდელი, ოპერაციული სისტემა და ვერსია, პროგრამული უზრუნველყოფისა და ფაილების სახელები და ვერსიები, უპირატესი ენა, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, სარეკლამო იდენტიფიკატორები, სერიული ნომერი. ასევე, ინფორმაცია მოწყობილობის მოძრაობისა და მობილური ქსელის შესახებ.

ინფორმაცია სისტემური ჩანაწერების შესახებ: თქვენ მიერ სერვისთან ინტერაქციისას, ჩვენ ვაგროვებთ სერვერის სისტემურ ჩანაწერებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მოწყობილობის IP მისამართი, წვდომის დამყარების დროები და თარიღები, აპის ფუნქციები ან დათვალიერებული გვერდები, აპების გაუმართაობა და სისტემის სხვა აქტივობა, ბრაუზერის ტიპი და მესამე მხარის საიტი ან სერვისი, რომელსაც იყენებდით სერვისთან ინტერაქციამდე. ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი ონლაინ და ინტერენტ აქტივობების შესახებ, მათ შორის, ბრაუზერის ინფორმაცია და ისტორია, ქუქი ჩანაწერების ინფორმაცია (თქვენი ქუქიების პრეფერენციების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ინფორმაცია დროის ნიშნულების შესახებ.   

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ სხვა წყაროებიდან

თუ თქვენ გვაწვდით თქვენი მესამე მხარის ანგარიშის რეკვიზიტებს ან სხვაგვარად შედიხართ სერვისში მესამე მხარის საიტის ან სერვისის მეშვეობით, თქვენ აცნობიერებთ,  რომ ამ ანგარიშების შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია („მესამე მხარის ანგარიშის ინფორმაცია“) შეიძლება გადაეცეს  Premise-ზე არსებულ თქვენს ანგარიშს იმ შემთხვევაში თუ თქვენ გასცემთ შესაბამის ნებართვას, მესამე მხარის ანგარიშის ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა სერვისს, ექვემდებარება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლოა, თქვენი, როგორც სერვისის მოხმარებლის მიერ, აპისა და საიტის საშუალებით მიღებული ინფორმაცია გავაერთიანოთ.

Google, Branch, Leanplum, Amplitude და FullStory, ასევე ნებისმიერი სხვა მომწოდებელი, რომელთანაც Premise თანამშრომლობს, შესაძლოა იღებდეს ან აგროვებდეს პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას დროთა განმავლობაში თქვენი ონლაინ აქტივობის შესახებ სერვისის სხვადასხვა ვებ-საიტებსა და სხვა აპლიკაციებში და იყენებდეს ამ ინფორმაციას დავალებებისა  და გამოკითხვების ვერიფიკაციისთვის, თაღლითობის აღმოსაჩენად, გაზომვადი სერვისებისა და რეკლამების მოსაწოდებლად. 

PDC სერიოზულად ეკიდება თაღლითობის პრევენციასა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვას. როგორც Premise-ის აპლიკაციაზე რეგისტრაციის, სარგებლობისა და დავალებების შესრულების წინაპირობა, Premise-მა საკუთარი შეხედულებისამებრ, შესაძლოა მიმართოს უსაფრთხოებისა და თქვენი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პლატფორმის ნებართვების შესახებ

მობილურმა პლატფორმებმა განსაზღვრეს მოწყობილობის მონაცემების გარკვეული ტიპები, რომლებზეც აპლიკაციებს არ შეუძლიათ წვდომა თქვენი თანხმობის გარეშე. ამ პლატფორმებს აქვთ სხვადასხვა ნებართვის სისტემა თქვენი თანხმობის მისაღებად. Android მოწყობილობები შეგატყობინებთ იმ ნებართვების შესახებ, რომლებსაც Premise აპლიკაცია ითხოვს აპლიკაციის პირველად გამოყენებამდე და თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენება თქვენს თანხმობას წარმოადგენს.

ინფორმაციის გამოყენება

თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის სურათები, ვიდეოები, ჩანაწერები, ფოტოები და ეკრანის ფოტოები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ:

    • სერვისის, მათ შორის, თუ დარეგისტრირდებით, Premise Wallet-ის უზრუნველყოფა, შენარჩუნება და გაუმჯობესება, მათ შორის, მაგალითად, გადახდების გასამარტივებლად და თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მოწოდება (ასევე,შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა), ახალი ფუნქციების განვითარება, მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მომხმარებლების ავტორიზაცია, პროდუქტის განახლებები და ადმინისტრაციული შეტყობინებების გაგზავნა.
    • შიდა ოპერაციების შესრულება, მათ შორის, მაგალითად, თაღლითობისა და სერვისის, მათ შორის თუ დარეგიტრირდებით, Premise Wallet-ის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით; პროგრამული შეცდომებისა და ოპერაციული პრობლემების აღმოსაფხვრელად; მონაცემთა ანალიზის, ტესტირებისა და კვლევის ჩასატარებლად; მოხმარებისა და საქმიანობის ტენდენციების მონიტორინგისა და ანალიზისთვის;
    • მონაცემთა ანალიზის მიწოდება ჩვენი კლიენტებისა და აფილირებული პირებისთვის, ასევე, მონაცემთა ავტომატიზირებული და ხელოვნური ინტელექტის მიერ ანალიზი;
    • კომუნიკაცია თქვენსა და ჩვენს შიდა მხარდაჭერის სისტემას შორის, როგორიცაა მნიშვნელოვანი შეტყობინებების გაგზავნა და მიღება აპლიკაციის მომხმარებლების ქვეჯგუფთან დაკავშირებით;
    • ჩვენი შეხედულებით თქვენთვის რელევანტური ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის ინფორმაციის პროდუქტების, სერვისების, პრომოციების, ახალი ამბებისა და ღონისძებების შესახებ Premise-სა და სხვა კომპანიებში, რაც დაშვებულია ადგილობრივი კანონმდებლობით; შეჯიბრების, გათამაშებების, სხვა სარეკლამო ან დაკავშირებული ჯილდოების შესახებ.
    • სერვისის, (მათ შორის, თუ დარეგისტრირებული ხართ Premise Wallet-ზე), პერსონალიზაცია და გაუმჯობესება, ასევე, რეკომენდირებული ოპციების, კონტენტის, რეფერალებისა და რეკლამის შემოთავაზება.

ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სამართლებლივი საფუძველი არის სახელშეკრულებო ან სამართლებლივი მიზნები, სადაც ეს საჭიროა სერვისისთვის (და მათ შორის, თუ დარეგისტრირებული ხართ, Premise Wallet-ზე), ვებ-საიტის ოპერირებისთვის ან ჩვენი კანონიერი ინტერესის განსახორციელებლად, მათ შორის ჩვენი ზოგადი ბიზნეს და მარკეტინგული აქტივობებისთვის, გამოძიებების, დავებისა და სარეკლამო მიზნებისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესს, მოქმედი კანონმდებლობის ქვეშ თქვენ გაქვთ უფლება გამოხატოთ წინააღმდეგობა ამ მონაცემების დამუშავებაზე.

ინფორმაციის გაზიარება

ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ ან გავყიდოთ ის ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც ვაგროვებთ. მათ შორის სურათები, ვიდეოები, ჩანაწერები, ფოტოები და ეკრანის ფოტოები ისე, როგროც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში (მათ შორის, Premise Wallet-ზე, თუ დარეგისტრირებული ხართ), ამ ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ ავტომატური ანალიტიკა), ან როგორც აღწერილია ინფრმაციის შეგროვებისა და გაზიარებისას, რაც მოიცავს ინფორმაციის გაზიარებას:

    • Premise-ის პარტნიორებთან და აფილირებულ (დაკავშირებულ) სუბიექტებთან, რომლებიც უწევენ მომსახურებას ან ახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას ჩვენი სახელით, ან მონაცემთა ცენტრალიზაციისა ან/და ლოჯისტიკური მიზნებისთვის;
    • Premise-ის კლიენტებთან, რომლებიც სარგებლობენ Premise-ით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადგილობრივებისგან ისეთი მონაცემების შესაგროვებლად, როგორიცაა გამოსახულებები, ჩანაწერები და ვიდეოები, მათ შორის ფოტოები, ეკრანის ფოტოები, აუდიო ჩანაწერები, ან ამ კლიენტების კლიენტებთან ინტერნალური ან ექსტერნალური სარგებლობისთვის. ეს ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია – გამოსახულებები, მონაცემები, ვიდეოები, აუდიო და სხვა ჩანაწერები, ასევე ფოტოები და ეკრანის ფოტოები, რომელსაც თქვენ გვაწვდით, შეიძლება გამოყენებულ იყოს და გავრცელდეს მესამე მხარის მიერ (ჩვენი კლიენტის ან ჩვენი კლიენტის კლეინტის მიერ) სოციალურ მედიაში ან სხვა პლატფორმებზე;
    • მომწოდებლებთან, კონსულტანტებთან, ბიზნეს მრჩეველებთან, აუდიტორებთან, მარკეტინგის პარტნიორებთან, პროფესიონალურ მრჩევლებთან, როგორიცაა ფინანსური ან იურიდიული მრჩეველი და სხვა სერვისის პროვაიდერებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელით სამუშაოს შესასრულებლად, ჩვენთვის რჩევის მოსაცემად ან სერვისის მოსაწოდებლად;
    • კომპეტენტური ორგანოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, თუ ვთვლით, რომ ინფორმაციის გამჟღავნება შეესაბამება ან სხვაგვარად მოთხოვნილია მოქმედი კანონით, ნორმატიული აქტით ან სამართლებრივი პროცესით, მათ შორის  სასამართლო გამოძახებებით, ჩხრეკის ორდერებითა და სასამართლო ბრძანებებზე პასუხის გაცემის აუცილებლობით;
    • კანონიერი უფლებების დასამყარებლად ან განსახორციელებლად ან სასამართლო სარჩელებისგან თავდასაცავად;
    • სავარაუდო ან ფაქტობრივი უკანონო ქმედებების, გამოყენების პირობებისა და სხვაგვარად კანონის მოთხოვნების პოტენციური ან ფაქტიური დარღვევების გამოსაძიებლად, პრევენციისა და შესაბამისი ზომების მისაღებად;
    • მოქმედი კანონმდებლობის,  მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის დასაცავად;
    • რეკლამის ან გამოკითხვის ადმინისტრირებისთვის;
    • სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, სამთავრობო ორგანოებთან ან სხვა მესამე მხარეებთან, თუ ვთვლით, რომ თქვენი ქმედებები არ შეესაბამება ჩვენს გამოყენების პირობებს ან სხვა რელევანტურ პოლიტიკას. ასევე, Premise -ისა და სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად;
    • ნებისმიერ შერწყმასთან, კომპანიის აქტივების გაყიდვასთან, კონსოლიდაციასა და რესტრუქტურიზაციასთან, დაფინანსებასთან, ჩვენი ბიზნესის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა კომპანიის მიერ შეძენის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ან მოლაპარაკებების დროს.
    • ასევე, თუ ჩვენ სხვაგვარად შეგატყობინებთ (მათ შორის აპში გამოგზავნილი შეტყობინებით ან კონკრეტული დავალების აღწერაში მოწოდებული ინფორმაციით) და თქვენ თანხმობას განაცხადებთ გაზიარებაზე;
    • აგრეგირებულ ან/და ანონიმურ ფორმაში, რომლის საშუალებითაც შეუძლებელი იქნება თქვენი მიზანმიმართულად იდენტიფიკაცია. 

მესამე პირების მიერ მოწოდებული ანალიტიკისა და რეკლამირების სერვისი

შესაძლოა, მესამე პირებს მივცეთ უფლება მოგვაწოდონ აუდიტორიის ანალიტიკისა და გაზომვის სერვისები, განათავსონ რეკლამები ჩვენი სახელით ინტერნეტში, მოგვახსენონ და თვალყური ადევნონ რეკლამის შედეგებს, ასევე განახორციელონ ანალიტიკა ხელოვნური ინტელექტის მიერ. ამ პირებმა, შესაძლოა, გამოიყენონ  Cookie-ფაილები, ვებ-შუქურები,  SDK-ები (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები) და სხვა ტექნოლოგიები თქვენი მოწყობილობის იდენტიფიკაციისათვის, როდესაც თქვენ იყენებთ სერვისს, ასევე, როდესაც შედიხართ სხვა ონლაინ საიტებსა და სერვისებზე.

თქვენი არჩევანი

ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

აპლიკაციიდან თქვენს ანგარიშზე შესვლით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დააკორექტიროთ ან წაშალოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია კანონის მოთხოვნით ან შესაბამისი ბიზნესის მიზნებისათვის კანონით ნებადართულ ფარგლებში, თქვენ შესახებ შევინარჩუნოთ გარკვეული ინფორმაცია.  მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მუდმივი კრედიტი ან დავალიანება თქვენს ანგარიშზე, ან თუ ვთვლით, რომ თქვენ ითაღლითეთ ან დაარღვიეთ გამოყენების პირობები, თქვენი ანგარიშის გაუქმებამდე, შესაძლოა ამ პრობლემის გადაჭრა მოვითხოვოთ. 

წვდომის უფლებები

Premise შეასრულებს ინდივიდუალური პირების მოთხოვნებს წვდომის დამყარების, კორექტირების ან/და მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებისა და მისი პირადი ინფორმაციის განადგურების (წაშლის) შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ 

თქვენი მობილურის ოპერაციული სისტემის მიერ გამოყენებული ნებართვის სისტემის შესაბამისად, სერვისი (ასევე, Premise Wallet, თუ ამ უკანასკნელზე დარეგისტრირებული ხართ) მოითხოვს ნებართვას თქვენი მოწყობილობის საშუალებით თქვენს ზუსტ ადგილმდებარეობაზე წვდომის დამყარების შესახებ. ამ ინფორმაციაზე წვდომის დამყარების შესახებ უარი შეზღუდავს თქვენს შესაძლებლობას დაამყაროთ სერვისზე წვდომა. თუმცა, თქვენი უარი მოწყობილობიდან თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე არ შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი ლოკაციის შესახებ თქვენი IP მისამართიდან.

ნაწილი IV –  თქვენი კონფიდენციალურობის უფლება კალიფორნიის შტატში და სხვა სახელმწიფო კონფიდენციალურობის უფლებები

კანონის თანახმად, მომდევონო დებულებები ვრცელდება კონტრიბუტორებზე, ვიზიტორებსა და მომხმარებლებზე, რომლებიც არიან კალიფორნიის შტატის რეზიდენტები ან სხვა შტატების რეზიდენტები, სადაც ეს კანონი მოქმედებს  (კოლორადო, კონექტიკუტი, ნევადა, იუტა ან ვირჯინია ან სამომავლოდ კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე დელავერში, ინდიანაში, აიოვაში, მონტანაში, ორეგონში, ტენესისა და ტეხასში). დებულებები არ ვრცელდება ისეთ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც გათავისუფლებულია კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ 2020 წლის კანონის („CPRA“) ან სხვა მოქმედი შტატის კანონების მიხედვით. 

ცოდნის უფლება. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მოგაწოდოთ პერსონალური ინფორმაციის იმ კატეგორიების სია, რომელიც თქვენ შესახებ შევაგროვეთ დროის გარკვეულ მონაკვეთში (კანონის მიერ განსაზღვრული), ამ ინფორმაციის მიღების წყაროების კატეგორიების, ბიზნესების ან რეკლამების შესახებ, საიდანაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, ასევე, მესამე მხარეების კატეგორიების შესახებ, ვისაც შეიძლება გავუზიაროთ ან მივყიდოთ ინფორმაცია ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენგან თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონკრეტული ნაწილების ასლის მოწოდება, რომელიც გარკვეული დროის მანძლზე შევაგროვეთ (კანონის მიერ განსაზღვრული ვადა). კალიფორნიის რეზიდენტებს ცოდნის უფლების გამოყენება შეუძლიათ ორჯერ 12 თვის განმავლობაში და კანონში აღწერილი შეზღუდვებით. შეზღუდვები აქვთ ასევე სხვა შტატების რეზიდენტებსაც, იმ კატეგორიების გაცნობა, რომლებშიც შევაგროვეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ბოლო 12 თვის მანძილზე, შეგიძლიათ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზემოთ მოცემულ სექციებში.  

შესწორების უფლება.  თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ შევასწოროთ ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც თქვენ შესახებ შევაგროვეთ.

წაშლის უფლება თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენ მიერ თქვენი დახმარებით შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაციის წაშლა იმ ინფორმაციის გამონაკლისით, რომლის შენახვის უფლებაც კანონის თნახმად გვაქვს. როდესაც თქვენ მიერ ინფორმაციის წაშლის მოთხოვნას ვუპასუხებთ, გაცნობებით, თუ რაიმე ინფორმაცია შევინახეთ და რატომ. ეს არ ეხება კანონით დაშვებული გამონაკლისში მოქცეული პერსონალური ინფორმაციის შენახვას.

როგორ შეიძლება მოითხოვოთ ინფორმაციის ცოდნა, შესწორება ან წაშლა.  ასეთი მოთხოვნის გაკეთება, რომ იცოდეთ, შეასწოროთ ან წაშალოთ ინფორმაცია, შეგიძლიათ აპლიკაციიდან ან ელ-ფოსტაზე [email protected] შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირებით. ასეთი მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ზომებს თქვენი იდენტიფიცირებისთვის, ვიდრე პასუხს დაგიბრუნებთ. ეს საჭიროა თქვენი ინფორმაციის დასაცავად. ჩვენ გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი. თუ თქვენ გაქვთ ჩვენთან ანგარიში, მოწოდებული ელ.ფოსტა უნდა ემთხვეოდეს თქვენი ანგარიშის ელ.ფოსტას.

ავტორიზებული აგენტი. ზოგიერთ შტატში, შეგიძლიათ დანიშნოთ ავტორიზებული აგენტი, რომელიც თქვენ ნაცვლად გააკეთებს მოთხოვნებს. ჩვენ მოვითხოვთ იმის დადასტურებას, რომ თქვენ ნამდვილად დანიშნეთ ავტორიზებული აგენტი. თუ კანონით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი, დანიშნულმა აგენტმა უნდა წარმოადგინოს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ დაგიკავშირდებით და გთხოვთ, დაადასტუროთ აგენტის ავტორიზება. მას შემდეგ, რაც თქვენ დაადასტურებთ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ თქვენი უფლების შესაბამის მოთხოვნებს.

არ გავყიდით ან გავაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას თანხმობის გარეშე.  ჩვენ არ ვყიდით ან ვაზიარებთ ვიზიტორებისა და მომხმარებლების ინფორმაციას. ჩვენ შეიძლება გავყიდოთ ან გავაზიაროთ კონტრიბუტორების პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის გამოსახულებები, ვიდეოები, ჩანაწერები, ფოტოები და ეკრანის ფოტოები მესამე პირებზე, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

არა-დისკრიმინაცია. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი უფლებების განხორციელების პროცესში არ გახდეთ დისკრიმინაციის მსხვერპლი. 

კალიფორნიის რეზიდენტების უფლებები მოითხოვონ ინფორმაცია მესამე მხარეებისთვის პირდაპირი მარკეტინგისთვის მიზნით მათი ინფორმაციის გადაცემის შესახებ. თქვენ გაქვთ უფლება გამოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ მესამე პირებისთვის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პირადი ინფორმაციის გადაცემის შესახებ. ასეთი მოთხოვნის გასაკეთებლად, მოგვწერეთ მოთხოვნა მეილზე [email protected]. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოთხოვნის დასამუშავებლად 30 დღემდე დაგვჭირდება. ასეთი მოთხოვნის წარდგენა შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ.